გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილს მთავარი თემა
|
ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფია; ლექსი ,,რამ შემქმნა ადამიანად“
|
სწავლების საფეხური
|
მე–8 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში სწავლობს 26 მოსწავლე.მათ შორის არ არის ინკლუზიური მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები დაინტერესდებიან ვაჟას ბიოგრაფიით, იმით თუ რამ
,,აიძულა“ ვაჟა ენატრა წვიმად ,,მოსვლა“, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტექსტზე დაკვირვების უნარ- ჩვევები, განუვითარდებათ შემოქმედებითი და კვლევითი უნარი.
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
|
ქართ. VIII. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
ქართ. VIII. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში;აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ, რა იციან ვაჟასა და მისი
ოჯახის შესახებ, კიდევ რომელ ნაწარმოებში შეხვდნენ ასეთივე
დამოკიდებულებას დამიანად ყოფნის თაობაზე.
მოსწავლეებს წინასწარ დაევალათ ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე;
მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე; განმავითარებელი შეფასება /გაკვეთილის გეგმას თან ახლავს ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა/.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო - კომპიუტერი, პროექტორი, მოსწავლეთა ნახატები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
I ფაზა -მოლოდინის განსაზღვრა (გამოწვევა)
მოსწავლეთას დაინტერესების მიზნით მოკლედ მოვუთხრობ საინტერესო ეპიზოდებს ვაჟა–ფშაველას ცხოვრებიდან და მოსწავლეებს ვთხოვს, გაიხსენონ, რა იციან, რა წაუკითხავთ ვაჟას შესახებ. ბავშვები გაიხსენებენ წინა წლებში შესწავლილ ნაწარმოებებს, ინტერნეტში მოძიებულ მასალას,უფროსებისა და მასწავლებლების მონათხრობს -5 წუთი.
II ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
მ კლასს გავაცნობ მოსწავლეთა ნახატებს, რომლებიც წინასწარ მივეცი დავალებად. ნახატების თემა, მითითების მიხედვით, ვაჟა და მისი მოთხრობის გმირები არიან.მოსწავლეები დაათვალიერებენ ერთმანეთის ნახატებს და თავიანთ აზრს გამოთქვამენ - 5 წუთი.
კლასს წარვუდგენ პრეზენტაციას - ,, ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფია’’, ვაცნობ ინტერნეტში წინასწარ მოძიებულ ფოტო და ვიდეომასალას; ვასმენინებ ვაჟას ლექსებზე დაწერილ სიმღერებს,
Google - დედამიწის საშუალებით ვათვალიერებინებ ვაჟას მშობლიურ სოფელ ჩარგალსა და სახლ– მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს - 10 წუთი.
ბიოგრაფიაზე საუბრის შემდეგ გავაცნობ ახალ ლექსს -,,რამ შექმნა
ადამიანად”. იგი ერთ– ერთ მოსწავლეს ვთხოვ, რომ მხატვრულად წაიკითხოს ეს ლექსი, შემდეგ კი კომპიუტერის საშუალებით მოვასმენინებ გიორგი ხარაბაძის მიერ წაკითხულ ამავე ლექსს - 8 წუთი.
ლექსის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდები იმით, მოეწონათ თუ არა ბავშვებს ეს ლექსი, რა მოეწონათ, რა იციან მათ ვაჟაზე,მის
დამოკიდებულებაზე გარემომცველი სინამდვილის მიმართ და ა. შ.- 5წუთი.
ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ, ვ უნაწილებს სტროფებს და ვთხოვ , ამოიცნონ მასში გადმოცემული მთავარი სათქმელი, დააკვირდნენ
დიალექტიზმებს.
III ფაზა - გამთლიანება (რეფლექსია)
ორიოდე სიტყვითშევაჯამებ გაკვეთილს,მოვისმენ მოსწავლეთა აზრს იმის შესახებ,თუ რა გაიგეს, რა მოეწონათ, კიდევ რის გაგებას ისურვებდნენ ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ და მივცემ საშინაო დავალებას:
1.
დაისწავლონ ლექსი ზეპირად;
2.
დაამუშაონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული კითხვარები;
3.
დაწერონ თავისუფალი თხზულება ,,ჩემი ვაჟა–ფშაველა“-
2 წუთი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий