პროექტის
მონაწილეები: მეათე კლასის
მოსწავლეები
პრობლემა: მოსწავლეები ნაკლებად კითხულობენ არაპროგრამულ მასალას. არ იცნობენ
ქართული მწერლობის კორიფეების პოეტურ და პროზაულ შედევრებს.
პროექტის
მიზანი: შეძლებისდაგვარად გაეცნონ
ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებლის, აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას. დაინტერესდნენ მისი
ნაწარმოებებით, შეიყვარონ წიგნის კითხვა. განივითარონ ჯგუფური მუშაობის
უნარ–ჩვევები.
პროექტის
აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ „საქართველოს ბულბული“ ახალი ქართული ენის
ერთ–ერთი ფუძემდებელია და აღეძრებათ მოტივაცია შეისწავლონ არა მხოლოდ აკაკი
წერეთლის შემოქმედება, არამედ საერთოდ ახალი ქართული მწერლობა. ამ ინტერესს
აღძრავს აკაკის ტკბილხმოვანი შემოქმედება.
ამოცანები,
განხორციელების გზები, ეტაპები:
1. მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიება „საქართველოს ბულბული“;
2. მოეწყოს ექსკურსია აკაკის მშობლიურ სოფლებში–სავანესა და
სხვიტორში.
3. ღონისძიების მომზადება 20/04/13 – 20/05/17
4. ღონისძიების ჩატარება 21/05/17
5. ექსკურსიისთვის მზადება 10/06/13 – 11/06/17
6. ექსკურსიის მოწყობა 12/06/17
7. ჩატარებული მუშაობის შეჯამება, დისკზე ჩაწერა 15/06/17
ბიუჯეტი: აკაკი წერეთლის ნაწარმოებები, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული
აპარატი, საკანცელარიო ნივთები, მიკროავტობუსი, სურსათი.
შედეგი: მოსწავლეების დიდი ინტერესის გამოვლენა აკაკის პოეზიისა და
საერთოდ ლიტერატურისადმი; აკაკი წერეთლის თანამოკალმეთა შემოქმედების შესწავლის
მოტივაციის აღძვრა; კითხვის, აზროვნების, წერის, ისტ–ის გამოყენების უნარების
განვითარება. ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება.
პროექტის
ხანგრძლივობა: 2
თვე.
პროექტის
ხელმძღვანელი: მარიკა
ცოფურაშვილი
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: matikatsopuraSvili03@gmail.com
სწავლების საფეხური /კლასი
|
საბაზო საფეხური მე-7 კლასი
|
საგანი, მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა მარიკა ცოფურაშვილი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე. კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
წინაპართა გმირული საქმეების ცოდნა აუცილებელია მოზარდი თაობისთვის პატრიოტული აღზრდის მიზნით.
|
გაკვეთილის მიზანი
|
ტექსტის შესწავლა,მისი დაკავშირება ისტორიულ რეალობასთან.მოსწავლეებში მხატვრული კითხვის,ზეპირმეტყველებისა და წერის უნარების განვითარება;ტექსტის ინტერპრირების უნარის განვითარება;საპრეზენტაციო უნარის ჩამოყალიბება,ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარების განვითარება;თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განმტკიცება.
|
შედეგები და ინდიკატორები
|
ქართ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
*ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების,ქცევისა და მეტყველების მიხედვით. ქართ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან. *ამოიცნობს ტექსტის მიზანს და აუდიტორიას.*მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე. ქართ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. *მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან. ქართ.VII.11.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. *წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს. ქართ.VII.13.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა. *იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს. |
წინასწარი ცოდნა
|
ნაწარმოების ისტორიული ფონი,შესავალი,I-II თავების/’წვეულება,დარბაზის შეყრა/შინაარსი საზეპიროებით.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა I-საუბარი ისტორიული ფაქტის შესახებ,რომელიც პოემას დაედო საფუძვლად და გაკვეთილის მიზნის გაცნობა. 3წთ.
|
აქტივობა 2-ფრონტალური კითხვებით I,IIთავების გამოკითხვა. 4 წთ.
|
|
აქტივობა 3-III,IVთავების /თორნიკეს გამოსვლა სამსჯავროზე/ მხატვრული წაკითხვა. 8წთ.
|
|
აქტივობა 4-უცნობი სიტყვების განმარტებისათვის ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის გაკეთება. 5წთ.
|
|
აქტივობა 5-ტექსტის კვლავ წაკითხვა და ინტერპრეტაცია.საზეპიროების შერჩევა მოსწავლეთა სურვილით. 7 წთ.
|
|
აქტივობა 6- მონიტორზე მოსწავლეთა მიერ მოძიებული თორნიკეს საერო და სასულიერო ფოტოების,ქართველთა გმირული ბრძოლების ამსახველი ფოტოებისა და ათენის ნახევარკუნძულის ჩვენება,სადაც ათანასეს ლავრაში მივიდა თორნიკე იოანესთან. 3წთ.
|
|
აქტივობა7.-კითხვა-პასუხის მეთოდით ახალი მასალის განმტკიცება. 4წთ.
|
|
აქტივობა 8-ჯგუფური მუშაობა.3,2,1 სტრატეგიის გამოყენებით თემასთან მიმართებაში მოსწავლეთა ინტერესების,ინფორმაციის მოძიების სურვილისა და მსჯელობისთვის სასურველი თემების გაგება. 10 წთ.
|
|
აქტივობა 9-საშინაო დავალება:,,თორნიკეს სიტყვა სამსჯავროზე“ 1წთ.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
/წინასწარ მომზადებული რუბრიკის საშუალებით/
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები,კალმები,კომპიუტერი,პროექტორი.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий